მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს, კულტურის სამინისტროში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბას თალებიფარს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კულტურის სფეროში, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები რელიგიურ-კულტურული მიმართულებებით.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. მან მიმოიხილა ადამიანის რელიგიურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.
დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პროგრამის მენეჯერ ნათია ბერძენიშვილსა და ფონდის დამოუკიდებელ ექსპერტს ესპანეთიდან, ჯემა პინიოლ პუიგის შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ინიციატივით შედგა, სტუმრები გაეცნენ სააგენტოს საქმიანობასა და მის ამოცანებს.
მიმდინარე წლის 8 დეკემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა საქართველოს შეიხს - რამინ იგიდოვსა და შიიტური საბჭოს ( შურის) წევრებს.
1965 წელს გამართული ვატიკანის ბოლო, მეორე საეკლესიო კრებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით, წლევანდელი წელი რომის კათოლიკურმა ეკლესიამ საგანგებო საიუბილეო წლად გამოაცხადა. ტრადიციულად, საიუბილეო წელს, რომელსაც კათოლიკეები „წმინდა წელს“ უწოდებენ, „გულმოწყალების კარი“ იხსნება და მძიმე ცოდვათა მიტევება ხდება.
კათოლიკური ეკლესია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „გულმოწყალების კარს“ ხსნის. რუსთავში „გულმოწყალების კარი“ იმ ადგილას გახსნა, სადაც კათოლიკეები ტაძრის აშენებას გეგმავენ. 7 დეკემბერს, რუსთავში შეკრებილ მრევლს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე შეუერთდა და ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ებრაულ თემს ხანუქას - მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის - დღესასწაული მიულოცა. მან ქართველებსა და ებრაელებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით სახელმწიფო ადმინისტრაციაში 5-6 დეკემბერს ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით - ,,საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში". ტრენინგის მონაწილეებს დღეს სერტიფიკატები გადაეცათ.