მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 ისრაელსა და მსოფლიოს ყველა კუთხეში ებრაელი ხალხი ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნას იწყებს. ხანუქა სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა.
დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი, საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური ბათუმის სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დღეს მართლმადიდებლური სამყარო 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ამ დიდ დღესასწაულს და სულის სიმტკიცეს, სიკეთესა და გახარებას გისურვებთ.
დღეს, 3 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზელიმხან წუწაშვილს, გამგეობის წევრს, ხასო ხანგოშვილსა და პანკისის ხეობის იმამს, ბექხან ფარეულიძეს შეხვდა.
დღეს, 3 დეკემბერს, საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის ფარგლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ეწვია თურქ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს.
2 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეშვიდე სხდომა, რომელსაც მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განხილულ იქნა მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის საკითხები.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს, ხასო ხანგოშვილსა და ზაურ გუმაშვილს შეხვდა. უხუცესებმა სააგენტოს ხელმძღვანელობას გააცნეს საკუთარი ხედვა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მნიშვნელოვან როლს ვითარების სტაბილიზირებაში.
დღეს, 26 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, მედიასთან შეხვედრის მიზეზი სააგენტოს მიმართ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებები გახდა. ზაზა ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი ტენდენციად მისი განხილვის საფუძველს არ იძლევა და რომ ისინი, ისევე, როგორც ეკონომიკურ გაჭირვებაზე აპელირება, ტერორიზმის გასამართლებლად ვერ გამოდგება.
21 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა ვურტემბერგის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მისიების, ეკუმენური ურთიერთობისა და ეკლესიის განვითარების დეპარტამენტის აღმასრულებელ მდივანს - კლაუს რიეტს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წინამძღვარი - ჰანს იოაჰიმ კიდერლენი.