მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს 23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი გიორგობას აღნიშნავს. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, წმინდა გიორგი მხედართმთავარი იყო, რომელიც რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. 303 წელს, 30 წლის ასაკში, მას დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ ამ დღესასწაულს, სულის სიმხნევეს სიკეთესა და გამარჯვებას გისურვებთ.
დღეს, 21 ნოემბერს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას დღესასწაულობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს სომეხ მართლმადიდებლებს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მრევლს დღესასწაულს და სიკეთესა და სიხარულს უსურვებს მათ.
21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების, მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ ამ დღეს ყველა მართლმადიდებელს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, გეწეოდეთ მადლი მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა.
დღეს, 17 ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ელიტა გაველე მიიღო და საზეიმო ვითარებაში გადასცა 2015 წლის საუკეთესო ტოლერანტი დიპლომატის წოდების დამადასტურებელი სიგელი. ეს წოდება ელჩს ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიენიჭა.
დღეს, 17 ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა რენე ლევონიანს, თეოლოგიის დოქტორს, ევრაზიაში სომხური ევანგელისტური ეკლესიის წინამძღვარს-თავმჯდომარეს, საფრანგეთის მოქალაქეს.
დღეს, 16 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ტოლერანტობის ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელა, ესენი არიან:
დღეს, 16 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის ავტორი დაასახელა- ტოლერანტობის სკვერში თბილისის სამხატვრო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტის. 20 წლის. ირინა ორაგველიძის კომპოზიცია განთავსდება, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 5000 ლარს გადასცემს.
ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის ესკიზი
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს შემოტანილ ნამუშევრებზე და მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, 16 ნოემბერს, 12 საათზე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გამართულ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.