მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 15 ოქტომბერს, 13 საათზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ხელს მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
დღეს, 16 ოქტომბერს, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თბილისში, ჯუმა მეჩეთში პარასკევის ლოცვას დაესწრო. ზაზა ვაშაყმაძე დასავლეთ საქართველოს მუფთს, ბეგლარ ქამაშიძესა და ადიგენის მუფთს მამუკა ვაშაყმაძეს შეხვდა და საქრთველოს მუსლიმი თემის საჭიროებებსა და პრობლემებზე ესაუბრა.
14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას- „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ ამ დღესასწაულს, სიკეთეს, სიხარულს, სულის სიმტკიცეს გისურვებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.
8 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეექვსე სხდომა, რომელსაც მართლმადიდებელი, იუდეველი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს წარმომადგენლები ამა წლის 7 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.