მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 2015 წლის 18 ივნისს ქალაქ ბათუმში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და მისმა თავმჯდომერემ ზაზა ვაშაყმაძემ მუსლიმ მოსახლეობას მიულოცა დღესასწაულის რამაზანის დაწყება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რამადანის წმინდა თვის დაწყებას ულოცავს მუსლიმურ სამყაროსა და საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს.
2015 წლის 17 ივნისს ახალციხეში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და დასავლეთ საქართველოს მუფტს - ბეგლარ ქამაშიძის შეხვედრა ადიგენის რაიონის მუსლიმ მოსახლეობასთან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე თბილისში იეზიდთა სალოცავისა და კულტურის ცენტრის გახსნას დაესწრო.
მან ამ ღირსშესანიშნავი დღის მონაწილეებსა და ერაყის ქურთისტანიდან ჩამოსულ სტუმრებს იეზიდთა საკულტო სახლისა და კულტურის ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ „თითოეული ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია.
გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოხალისეებს მუსლიმთა სამმართველო უერთდება: სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაუკავშირდნენ, გამოხატეს თავიანთი მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო და გამითქვეს სურვილი, მატერიალურად და ფიზიკურად დაუდგნენ მხარში სტიქიის შედეგად დაზარალებულ თბილისელებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ მსოფლიო
იეზიდთა ლიდერი, იეზიდების მემკვიდრე უფლისწული მირ ჰაზიმ თაჰსინ ბეგი, იეზიდთა უმაღლესი სასულიერო კრების წევრები, ერაყის ქურთისტანის პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები მიიღო, რომლებიც იეზიდთა სალოცავისა და კულტურის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით ესტუმრნენ თბილისს.
სტუმრებმა მწუხარება გამოთქვეს თბილისში სტიქიის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაგრძნობა გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს.
2000 წლიდან, საქართელოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია საკულტო დანიშნულებით იყენებდა ცხინვალის გზატკეცილის 43ა განთავსებულ შენობას. საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას ნაგებობის მათთვის გადაცემის თხოვნით.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში 13 ივნისს სტიქიით გამოწვეული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს ყველა ჭირისუფალს,
დღეს, 12 ივნისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: თურქეთის რესპუბლიკის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს წარმომადგენლები: საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორი, დოქტორი, პროფესორი ჰალიფე ქესქინი, რელიგიათა და კულტურათაშორისი ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, დოქტორი, პროფესორი ჰუსეინ ილმაზი, ევრაზიის ქვეყნების სამმართველოს უფროსი ქემალ ჰაქქი ქილიჩი, საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი, ქაჰირ მეჰთიოღლუ, საქართველოში თურქეთის საელჩოს პირველი მდივანი მეჰმედ იალჩინი, საქართველოში თურქეთის ელჩის მრჩეველი რელიგიის საკითხებში ნები გუმუში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციის უფროსი მალხაზ აფციაური.