მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


10.06.2015
შეხვედრა საერთაშორისო ბაპტისტური ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლებთან

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა შეხვედრა  საერთაშორისო ბაპტისტური ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლებს - ჩარლზ ჰობლითზს,  ნინა ჰობლითზს, გრეგ ჰოუმსს, კახა ჩხაიძესა  და  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს - ზაზა ვაშაყმაძესა და საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსს -გელა კვარაცხელიას  შორის.

ვრცლად
05.06.2015
რელიგიის სააგენტოში იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრების წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური, იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანებიდან კი მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი (აშშ) ანდრე კარბონო , საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრების ადმინიტრაციის წევრი ბორის კოპალიანი  და ორგანიზაციის ადვოკატები, მამუკა ჭაბაშვილი და მანუჩარ ციმინტია.

ვრცლად
04.06.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მილოცვა

დღეს  კათოლიკური სამყარო და  საქართველოში მცხოვრები ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი ქრისტეს უწმიდესი სისხლისა და ხორცისა  დიდ ევქარისტიულ დღესასწაულს აღნიშნავს. 

ვრცლად
02.06.2015
რელიგიის სააგენტო გერმანიის ელჩს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

დღეს, 2 ივნისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგსს.

ზაზა  ვაშაყმაძემ  მადლობა გადაუხადა ელჩს  ერთი წლის განმავლობაში სააგენტოსთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ საელჩოსთან   მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება.

ვრცლად
01.06.2015
გილოცავთ ნინოობას!

1 ივნისი ნინოობა დღეს სრულიად საქართველო თავისი განმანათლებლის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. წმიდა ნინოს ხსენება ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია, სწორედ ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი გახდა ქართველთათვის ქრისტიანული რწმენის დამკვიდრების სიმბოლო.

ვრცლად
01.06.2015
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია სომეხ წმინდანთა და წმინდანის ყოფით ნაცხოვრთა - ჰრიფსიმეანთ და გაიანეანთ წმინდა ქალწულთა და წმინდა შუშანიკის ხსოვნის დღეს აღნიშნავს

დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია სომეხ წმინდანთა და წმინდანის ყოფით ნაცხოვრთა - ჰრიფსიმეანთ და გაიანეანთ წმინდა ქალწულთა და წმინდა შუშანიკის ხსოვნის დღეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე  დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის  საქართველოს ეპარქიის მრევლს. 

ვრცლად
01.06.2015
დღეს მუსლიმური სამყარო ბარათის ღამეს- ცოდვების მიტევების ღამეს აღნიშნავს

დღეს მუსლიმური სამყარო  ბარათის ღამეს- ცოდვების მიტევების ღამეს აღნიშნავს.  ეს  ყოველი მუსლიმისთვის მნიშვნელოვანი ღამეა, როცა იგი ღვთის შეწევნას და პატიებას ითხოვს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მუსლიმურ თემს ულოცავს ამ დღესასწაულს და სიკეთეს და სიხარულს უსურვებს მათ.

ვრცლად
31.05.2015
გილოცავთ სულთმოფენობას!

დღეს საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება- მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ღმერთმა სწორედ, ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების ნიშანი იყო.

ვრცლად
31.05.2015
კათოლიკურ სამყაროს ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს ვულოცავთ

დღეს კათოლიკური სამყარო ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სამების დღესასწაულს ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს.

ვრცლად








View Larger Map