მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


29.05.2015
ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში ჩეხეთის ელჩი მიიღო

დღეს, 29 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩეხეთის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ტომას პერნიცკი მიიღო.

 ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო სააგენტოს საქმიანობა, მიზნები და სამომავლო გეგმები. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და შემდგომ  გეგმებზეც ისაუბრეს.  

ვრცლად
28.05.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმოადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გუშინ, 28 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმოადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს, სახელმწიფოსთან და ერთმანეთთან, რელიგიური ორგანიზაციების  წარმომადგენელთა ურთიერთობის ფორმების დახვეწისა და სრულყოფის საკითხებზე. ანალოგიური შეხვედრები სააგენტოში პერიოდულად გაიმართება.

ვრცლად
28.05.2015
რელიგიის სააგენტოს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლებმა კვლევა წარუდგინეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია და სამართლებრივი უზრუნვეყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ალეკო ცქიტიშვილსა და პროექტის კოორდინატორს, ნინო ცაგარეიშვილს შეხვდნენ.

ვრცლად
27.05.2015
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.

ვრცლად
26.05.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯმდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს სრულიად საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ჩვენი ქვეყანა მუდამ მოიაზრებდა თავს მსოფლიო პოლიტიკური ცხოვრების სუბიექტად. უმძიმესი ისტორიული ბედისწერის მიუხედავად,  ჩვენი ქვეყნისთვის მუდმივად გამაერთიანებელი იდეა იყო - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.

ვრცლად
24.05.2015
სულთმოფენობის დღესასწაულს ვულოცავთ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მრევლს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის  საქართველოს ეპარქიის მრევლს.

ვრცლად
24.05.2015
მაცხოვრის სულთმოფენობის დღესასწაულს ვულოცავთ კათოლიკურ სამყაროს და საქართველოში მცხოვრებ ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მაცხოვრის სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს  კათოლიკურ სამყაროს და საქართველოში მცხოვრებ საქართველოში მცხოვრებ ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს. სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.

ვრცლად
23.05.2015
საქველმოქმედო აქცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორესა და სრულიად საქართველოს მუფტის ბეგლარ ქამაშიძის ინიციატივით გაიმართა

სამედიცინო მომსახურება დაბა ადიგენის საავადმყოფოში  200-მდე მოქალაქემ  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმებისგან  მიიღო.

ვრცლად
23.05.2015
ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში მცხოვრებ ებრაელ თემს და ყველა იუდეველს შავუოთის - თორის მიღების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში მცხოვრებ ებრაელ თემს და ყველა იუდეველს შავუოთის - თორის მიღების დღესასწაულს ულოცავს. 

ვრცლად








View Larger Map