მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


06.08.2015
რელიგიის სააგენტოს მილოცვა კათოლიკურ სამყაროს

დღეს კათოლიკეები უფალი იესო ქრისტეს ფერისცვალების დღეს აღნიშნავენ.. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე  ულოცავს კათოლიკურ სამყაროს და  საქართველოში მცხოვრებ ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს, წარმატებებს, სიხარულსა და სიკეთეს უსურვებს მათ.

ვრცლად
05.08.2015
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე სოფელ დუისში იმყოფებოდა

4 აგვისტოს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში იმყოფებოდნენ. მათ მოინახულეს დუისის მეჩეთის მიმდებარე სარიტუალო შენობა, რომლის რეკონსტრუქციაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და მუსლიმთა სამმართველოს ხელშეწყობით ხორციელდება. 

ვრცლად
04.08.2015
სააგენტოს თავმჯდომარე საბერძნეთის ელჩის მოადგილეს შეხვდა

 3 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე  ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა  საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის მოადგილეს - ჯორჯ ფსიახასის.

სტუმარმა ზაზა ვაშაყმაძეს  გააცნო ინფორმაცია   მიმდინარე წლის ოქტომბერში  ათენში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის - „ პლურალიზმი და რელიგიური ტოლერანტობა“,  შესახებ და  გადასცა  საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევა ამ ღონისძიებაზე.

ვრცლად
03.08.2015
შეხვედრა სახალხო დამცველთან

დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილსა და საახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანთა რელიგიური უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, სააგენტოსა და სახალხო დამცველს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. 

ვრცლად
03.08.2015
სოფელ დუისში მდებარე იუსტიციის სახლში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

1 აგვისტოს, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მდებარე იუსტიციის სახლში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები, ალავერდელი ეპისკოპოსი ამბა  დავითი, შეიხი რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები ხასო ხანგოშვილი და ზაურ გუმაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ვრცლად
01.08.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პროექტი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  ინიციატივით საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის 14 პროფილის მედიკოსი პანიკსელებს 2015 წლის 1გვისტოს  მთელი დღის განმავლობაშისოფლის ამბულატორიაში უფასოდ მოემსახურნენ

ვრცლად
31.07.2015
რელიგიის სააგენტოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანსაც მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელებითვის ხელშეწყობა წარმოადგენს. რწმენის თავისუფლება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, რომლის განხორციელება პენიტენციარული სისტემისა და საზოგადოდ, სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელია.

 
ვრცლად
31.07.2015
სააგენტოში ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა

         31 ივლისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში,  გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე სხდომა, რომელსაც მართლმადიდებელი, პროტესტანტული, იუდეველი, და მუსლიმი  თემის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ვრცლად
29.07.2015
ზაზა ვაშაყმაძე იეზიდთა ტაძარში გამართულ ყოველკვირეულ ღვთისმსახურებას დაესწრო

28 ივლისს თბილისის იეზიდთა ტაძარში გაიმართა ყოველკვირეული ღვთისმსახურება, საღამოს ლოცვა - დუა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე- ზაზა ვაშაყმაძე დაესწრო.

 

ვრცლად








View Larger Map