მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


02.06.2015
რელიგიის სააგენტო გერმანიის ელჩს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

დღეს, 2 ივნისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგსს.

ზაზა  ვაშაყმაძემ  მადლობა გადაუხადა ელჩს  ერთი წლის განმავლობაში სააგენტოსთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ საელჩოსთან   მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება.

ვრცლად
01.06.2015
გილოცავთ ნინოობას!

1 ივნისი ნინოობა დღეს სრულიად საქართველო თავისი განმანათლებლის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. წმიდა ნინოს ხსენება ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია, სწორედ ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი გახდა ქართველთათვის ქრისტიანული რწმენის დამკვიდრების სიმბოლო.

ვრცლად
01.06.2015
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია სომეხ წმინდანთა და წმინდანის ყოფით ნაცხოვრთა - ჰრიფსიმეანთ და გაიანეანთ წმინდა ქალწულთა და წმინდა შუშანიკის ხსოვნის დღეს აღნიშნავს

დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია სომეხ წმინდანთა და წმინდანის ყოფით ნაცხოვრთა - ჰრიფსიმეანთ და გაიანეანთ წმინდა ქალწულთა და წმინდა შუშანიკის ხსოვნის დღეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე  დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის  საქართველოს ეპარქიის მრევლს. 

ვრცლად
01.06.2015
დღეს მუსლიმური სამყარო ბარათის ღამეს- ცოდვების მიტევების ღამეს აღნიშნავს

დღეს მუსლიმური სამყარო  ბარათის ღამეს- ცოდვების მიტევების ღამეს აღნიშნავს.  ეს  ყოველი მუსლიმისთვის მნიშვნელოვანი ღამეა, როცა იგი ღვთის შეწევნას და პატიებას ითხოვს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მუსლიმურ თემს ულოცავს ამ დღესასწაულს და სიკეთეს და სიხარულს უსურვებს მათ.

ვრცლად
31.05.2015
გილოცავთ სულთმოფენობას!

დღეს საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება- მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ღმერთმა სწორედ, ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების ნიშანი იყო.

ვრცლად
31.05.2015
კათოლიკურ სამყაროს ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს ვულოცავთ

დღეს კათოლიკური სამყარო ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სამების დღესასწაულს ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს.

ვრცლად
29.05.2015
ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში ჩეხეთის ელჩი მიიღო

დღეს, 29 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩეხეთის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ტომას პერნიცკი მიიღო.

 ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო სააგენტოს საქმიანობა, მიზნები და სამომავლო გეგმები. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და შემდგომ  გეგმებზეც ისაუბრეს.  

ვრცლად
28.05.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმოადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გუშინ, 28 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმოადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს, სახელმწიფოსთან და ერთმანეთთან, რელიგიური ორგანიზაციების  წარმომადგენელთა ურთიერთობის ფორმების დახვეწისა და სრულყოფის საკითხებზე. ანალოგიური შეხვედრები სააგენტოში პერიოდულად გაიმართება.

ვრცლად
28.05.2015
რელიგიის სააგენტოს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლებმა კვლევა წარუდგინეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია და სამართლებრივი უზრუნვეყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ალეკო ცქიტიშვილსა და პროექტის კოორდინატორს, ნინო ცაგარეიშვილს შეხვდნენ.

ვრცლად








View Larger Map