მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


23.04.2015
პარიზში შედგა შეხვედრა საფრანეგთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველთან რელიგიურ საკითხებში ჟან-კრისტოფ პოსელთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად განაგრძობს ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში პარიზში შედგა შეხვედრა საფრანეგთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველთან რელიგიურ საკითხებში ჟან-კრისტოფ პოსელთან.

ვრცლად
22.04.2015
შეხვედრა საფრანეგთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს რელიგიის საკითხთა სამმართველოს ხელმძღვანელ პასკალ კურტადთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, განაგრძობს ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში, 20 აპრილს პარიზში შედგა შეხვედრა საფრანეგთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს რელიგიის საკითხთა სამმართველოს ხელმძღვანელ პასკალ კურტადთან. 

ვრცლად
21.04.2015
შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ მინსტრთან მოქმედი სეკულარიზმის ობსერვატორიის მთავარ მომხსენებელ ნიკოლა კადენთან

ელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, განაგრძობს ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში, 21 აპრილს, პარიზში შედგა შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ მინსტრთან მოქმედი სეკულარიზმის ობსერვატორიის მთავარ მომხსენებელ ნიკოლა კადენთან.

ვრცლად
16.04.2015
რელიგიის სააგენტომ და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა 1000 ძირი იფანი დარგეს

თბილისის ზღვასთან, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა დღეს დაახლოებით 1000 ძირი იფანი დარგეს.
გამწვანების აქცია, რომელიც სახელწოდებით - "დარგე, გაიხარე და გაახარე" გაიმართა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული. მასში სხვადასხვა კონფესიის დაახლოებით 50-ზე მეტი წარმომადგენელი, კერძოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაული, მუსლიმური თემის, კათოლიკური ეკლესიის, პროტესტანტული, ევანგელისტური, ლუთერანული და სხვა ეკლესიების, ასევე რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აქციაში მონაწილეობას იღებდა ასევე დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, პატრიარქის მიერ დაფუძნებული ფონდი "გაამწვანე საქართველოს" ხელმძღვანელი გიორგი სვანიძე.

ვრცლად
15.04.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს

ერთი წელი სრულდება რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა რელიგიის სააგენტო, რომლის მიზანია მკაფიოდ და ზუსტად განსაზღვროს სახელმწიფოს დამოკიდებულება სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მიმართ.

15 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის განხილვა შედგა ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში.

ვრცლად
12.04.2015
რელიგიის სააგენტო მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს.

ვრცლად
08.04.2015
დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. სტუმრებმა ისაუბრეს ხეობაში არსებულ ვითარებასა და პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაშიც სახელმწიფოს რეალური დახმარების გაწევა შეუძლია.

ვრცლად
07.04.2015
გილოცავთ ხარებას!

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს  ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, უწმიდესსა და უნეტარეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და მართლმადიდებელ მრევლს  ხარების საუფლო დღესასწაულს!

ვრცლად
05.04.2015
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავთ მსოფლიოს ყველა კათოლიკეს, ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას და მათ მრევლს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს მსოფლიოს ყველა კათოლიკეს და საქართველოში მცხოვრებ კათოლიკე მრევლს. ევანგელურ–ლუთერული ეკლესიას და მის მრევლს.

ვრცლად








View Larger Map