მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს სრულიად სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს.
რელიიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ბზობის დღესასწაულს ულოცავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ქართველ და მსოფლიოში მცხოვრებ ყველა ებრაელს ებრაული კალენდრის ერთ-ერთ უდიდეს - ფესახის (პასექის) დღესასწაულს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტ "ალმა-მატერს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემ და უნივერისტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ. როგორც ხელმოწერის დასრულების შემდეგ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, რელიგიის სააგენტო სამომავლოდ აპირებს თანამშრომლობა გააგრძელოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის ადმინიატრაციაში მიიღო თურქეთის დელეგაცია, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემთა ადმინისტრაციის უფროსი ქუდრეთ ბულბული ხელმძღვანელობდა.
2015 წლის 26 მარტს გაიმართა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული „რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის“ მე-3 სხდომა.
კომისიამ განიხილა ებრაული თემის განცხადება ქ.ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #33-ში მდებარე სინაგოგის გადაცემის თაობაზე და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. გარკვეული სამართლებრივი პროცედურის შემდგომ შესაბამისი რეკომენდაცია გაეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გულითადად ულოცავს ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა ადმინისტრატორს, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოსა და საქართველოში მცხოვრებ კათოლიკე მრევლს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II და მართლმადიდებელ მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და უსურვებს მშვიდობასა და კეთილღეობას.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ წმ. იოსების (იოსებ დამწინდველის) ხსენების დღეს და გისურვებთ გაძლიერებას, წინსვლასა და წარმატებას.
რწმენის თავისუფლება, ტოლერანტობა, განსხვავებულისადმი პატივისცემა ჩვენი საერთო ფასეულობებია. ათასწლეულების განმავლობაში ეს ღირებულებები წარმართავდა ჩვენს ურთიერთობასა და მეგობრობას, აყალიბებდა ჩვენს ტრადიციასა და კულტურას.