მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


28.01.2015
ზაზა ვაშაყმაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს შეხვდა

დღეს, 28 იანვარს,  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში  გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  წარმომადგენლის - ალბერტე ნისერის   შეხვედრა.

ვრცლად
15.01.2015
მთავრობა ბათუმში მედრესეს შენობას შეისყიდის, დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციის შენობას კი მუსლიმ თემს გადასცემს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აჭარის მუსლიმური ლიდერების მიმართვის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მონაწილეობით, ბათუმში სასულიერო სასწავლებლის (მედრესეს) განთავსების მიზნით შენობას შეისყიდის.

ასევე, თვის ბოლომდე მოხდება შესყიდვა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციის შენობა, რომელიც მუსლიმ თემს გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის „ორთა ჯამეში“ გამოათავისუფლებს დამატებით ფართს, რომლის რეორგანიზაციის შედეგად ბათუმის მეჩეთში ღია ცის ქვეშ ლოცვის პრობლემა მოიხსნება.

ვრცლად
12.01.2015
გთხოვთ, მადლიერნი იყოთ საქართველოში არსებული უსაფრთხოებით, მშვიდობითა და რელიგიური ტოლერანტობით

08 იანვარი 2015

5  და 8 იანვარს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ  ბათუმსა და თბილისში საზეიმოდ აღნიშნა წმიდა მუჰამედ  და ისა  (იესო) შუამავლების  მოვლინების   დღე. თბილისში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართა ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარიმ:

„მინდა მოგილოცოთ ორი ღირსეული წინასწარმეტყველის, მუჰამედისა და იესო ქრისტეს დაბადების დღეები. მიმაჩნია, რომ ეს დიდებული ცერემონია ოფიციალურია და ამავე დროს სასიკეთოა. ოფიციალურია, რადგან ესწრება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი და ასევე საქართველოში სუნიტ მუსლიმთა მუფტი იასინ ალიევი; და სასიკეთოა ამ ორი დალოცვილი წინასწარმეტყველის დაბადების დღეების გამო.

ვრცლად
08.01.2015
5 და 8 იანვარს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ ბათუმსა და თბილისში წმიდა მუჰამედ და ისა (იესო) შუამავლების მოვლინების დღე საზეიმოდ აღნიშნა

5  და 8 იანვარს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ  ბათუმსა და თბილისში  წმიდა მუჰამედ  და ისა  (იესო) შუამავლების  მოვლინების   დღე საზეიმოდ აღნიშნა.

 თბილისში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  საინფორმაციო და ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია და სხვა ხელმძღვანელი პირები, ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აბას თალებიფარი, საქართველოში თურქეთისა და აზერბაიჯანის საელჩოების წარმომადგენლები, სრულიად საქართველოს მუფტი  ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძე, სრულიად საქართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ჰაჯი იასინ ალიევი, სრულიად საქართველოს მუფტის მოადგილე ჰაჯი ადამ შანთაძე და სხვა მუსლიმი სასულიერო ლიდერები.  

ვრცლად
07.01.2015
ქრისტეშობას გილოცავთ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს სრულიად საქართველოსა და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს.

ვრცლად
05.01.2015
სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს, არქიეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, ეკლესიის მრევლს

თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, 

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ შობისა და  ნათლიღების  ბრწყინვალე დღესასწაულებს.    

ვრცლად
04.01.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ულოცავს დაბადების დღეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დაბადების დღეს ულოცავს  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს.

ვრცლად
27.12.2014
მოხეში მდებარე სადავო ნაგებობის გამო შემნილი კომისიის პირველი სხდომა 27 დეკემბერს შედგა

    27 დეკემბერს სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ პირველი სხდომა.  სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე,  დასავლეთ საქართველოს სამუფთოს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის  ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი,  ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის  ეპარქიის ზარზმის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარმოადგენდნენ: გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორი იოსებ ნაგლაძე  და სააგენტოს აღნუსხვა-დოკუმენტირების სამსახურის უფროსი  გიორგი გაგოშიძე.

ვრცლად
25.12.2014
რელიიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯომარემ შობის დღესასწაული მიულოცა ყველა იმ კონფესიას რომელიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს

   ქრისტეშობის დღესასწაულს ვულოცავთ საქართველოს ყველა  იმ  მოქალაქეს,  რომელიც  ამ  ბრწყინვალე დღეს 25 დეკემბერს აღნიშნავს.

 შობა    უდიდესი   სიხარულის,   სიკეთის, განახლებისა    და    გაძლიერების    დღესასწაულია,    კვლავაც  დიდი სიყვარულითა და რწმენით  გევლოთ ამ გზაზე.

ვრცლად








View Larger Map