მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
2016 წლის რიგით მეორე სხდომა - რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხები
22.04.2016
1 / 1


     დღეს,  22 აპრილს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2016 წლის რიგით მეორე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემისა  და    სომეხ კათოლიკეთა წარმომადგენლები. კომისიამ განიხილა რელიგიურ ორგანიზაციათა მიერ ქონებრივ-ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით შემოტანილი წინადადებები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 54 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 43,   9 საკითხზე  ეთქვათ უარი,  2   საკითხზე დადგინდა ხარვეზი.   მუსლიმთა თემს სარგებლობის უფლებით გადაეცა 12 მეჩეთი (11 შუახევსა და 1 ოზურგეთში), 1 საკითხზე ეთქვათ უარი. სომეხ კათოლიკეთა მიერ შემოტანილ საკითხზე გაიცა დადებითი რეკომენდაცია.






View Larger Map