მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
2018-19 წლების ანაგრიშის პრეზენტაცია
26.02.2020
1 / 25


26 თებერვალს სასტუმრო „ბილტმორში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ  2018-2019  წლების ანგარიშისა და ფოტოალბომის „რწმენა თავისუფლების აქტია“  პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ: საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ეზიდთა  სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი  ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, საქართველოს სახარების რწმენის, ევანგელურ-ბაპტისტური, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების,  საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის,  სახარების რწმენის ქრისტიანთა გაერთიანებული (ორმოცდაათიანელთა) ელესიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლები.  

სტუმრებს ანგარიში წარუდგინა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც ისაუბრა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებასა და იმ ძირითად ღონისძიებებზე, რასაც სააგენტო ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების, შემწყნარებლური გარემოს განმტკიცებისთვის ახორციელებს. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც უხეშად ირღვევა მკვიდრი მოსახლეობის, ქართველების უფლებები რელიგიის, გამოხატვის, გადაადგილების თავისუფლების კუთხით. ასევე, ქართული ტაძრების მისაკუთრების, მათი თვითნებური გადაკეთების,  დაზიანებისა და განადგურების ტენდენციაზე.

სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა სააგენტოს თანამშრომლობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში სამხარეო ადმინისტრაციების, მერიების, საკრებულოებისა და გამგეობების წარმომადგენლებისთვის, შ.ს.ს-ს, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარებული ტრენინგები „სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის“ თემაზე. ასევე, ისაუბრა „ინტერრელიგიური სათათბიროს“ საქმიანობაზე, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისთვის გაწეულ ფინანსურ და სხვა სახის დახმარებაზე, „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ ფორმატში გამართულ კონფერენციებზე (2018 წ. - „რელიგიების როლი საქართველოში - 1918–2018 წ. წ“. 2019 წ. - „რელიგიები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“).

ზაზა ვაშაყმაძემ შეეხო საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ პროექტებს, როგორიცაა: საქართველოს რელიგიური და მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკები - რუკებზე დატანილია მონაცემები რელიგიური კონფესიების შესახებ და მოქმედი საკულტო ნაგებობების რაოდენობა როგორც რეგიონების, ისე მუნიციპალიტეტების დონეზე; „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“, რომელიც რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ სასულიერო პირთათვის სახელმწიფო ენის სწავლებას ითვალისწინებს; ფოტოალბომი „რელიგიები საქართველოში“, რომელიც ასახავს უმრავლესი რელიგიური მიმდინარეობების მნიშვნელოვან საკულტო ნაგებობებს, ასევე, მოცემულია რელიგიურ ლიდერთა ბიოგრაფიები; ეროვნულ მუზეუმთან ერთად  ორგანიზებული გამოფენა - რელიგიები საქართველოში“, სადაც რელიგიურმა თემებმა წარმოადგინეს რელიგიური  ლიტერატურა, შესამოსელი და სარიტუალო ინვენტარი; პუბლიკაციები რელიგიის თავისუფლების, რელიგიებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის თემაზე და სხვა.

სააგენტოს თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი სახოკიამ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ, თბილისის საპატიო მოქალაქემ, ჟურნალისტმა ჯამლეტ ხუხაშვილმა, რომლებმაც დადებითი შეფასება მისცეს რელიგიის სააგენტოს საქმიანობას და აღნიშნეს, რომ მას რელიგიის სააგენტოს საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის, სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობების მოწესრიგების, ქვეყანაში ტოლერანტული რელიგიური გარემოს ჩამოყალიბების საქმეში.






View Larger Map