მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
24-25 მარტს მსოფლიოს ებრაელთა თემი ფურიმს დღესასწაულობს
24.03.2016
1 / 1


                                                   

24-25 მარტს მსოფლიოს ებრაელთა თემი ფურიმს დღესასწაულობს. ბიბლიური ესთერის წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ გადაურჩნენ სპარსეთის იმპერიაში მცხოვრები ებრაელები განადგურებას. ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში, სპარსელთა მეფე არტაქსერქსეს კარისკაცი ამან ამალეკელი გააღიზიანა ებრაელი მორდეხაის საქციელმა, რომელმაც მის წინაშე ქედის მოხრაზე უარი განაცხადა და მეფე დაარწმუნა, ებრაელთა სრულად განადგურების ბრძანება გაეცა. ებრაელები მორდეხაისა და დედოფალ ესთერის სიბრძნემ და თავგანწირვამ იხსნა: იუდეველთა განადგურების ბრძანება მათთვის თავდაცვის უფლების მინიჭებით შეიცვალა და მათ სასტიკ ბრძოლებში სპარსელებზე გამარჯვება მოიპოვეს. ფურიმის დღესასწაული სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად დაწესდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს მსოფლიოს იუდეველთა თემს, განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს ფურიმის დღესასწაულს და წინსვლას, გამარჯვებებს, კეთილდღეობასა და მშვიდობას უსურვებს მათ.






View Larger Map