7 და 8 მაისს ანაკლიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი - „საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში". ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონის მერიის, საკრებულოსა და რაიონული გამგეობების წარმომადგენლებმა. საჯარო მოხელეებს რელიგიური ტოლერანტობის, სეკულარიზმისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ სემინარები ექსპერტებმა და სააგენტოს თანამშრომლებმა ჩაუტარეს. ტრენინგის მიზანი საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლება და გამოცდილების გაზიარებაა. ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. პროექტი კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
