დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოში დარეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: ლათინ კათოლიკეთა, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, საქართველოს ებრაელთა კავშირის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და გვირგვინებით შეამკეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო და მემორიალი. ღონისძიებას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 