მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
აღმოსავლეთ საქართველოს მუსლიმებს ახალი მუფტი ჰყავთ
26.01.2021
1 / 3


დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემ და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლებამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს აღმოსავლეთ საქართველოს ახლად არჩეულ მუფტ, ეტიბარ ემინოვთან. შეხვედრას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები ზვიად ტყაბლაძე და ალექსანდრე შეყილაძე და მუსლიმთა სამმართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი.

რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლებმა ეტიბარ ემინოვს მუფტად არჩევა მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ეტიბარ ემინოვმა სტუმრებს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

 ეტიბარ ემინოვი 1975 წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში დაიბადა. დაამთავრა მარნეულის დაბა შულავერის რუსული საშუალო სკოლა. რელიგიური განათლება თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში, „Elim ve Hizmet ilahiyyat” რელიგიურ სასწავლებელში მიიღო, სწავლის პერიოდში სირიაში, პრაქტიკებზე და 1 წლიან რელიგიის კურსებზე იყო მივლინებული. იყო მარნეულის სოფელ ხულუდარას მეჩეთის იმამი, დაბა სადახლოში დააფუძნა მედრესე და დღემდე ხელმძღვანელობს მას. იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის მუფთი. 2016 წლიდან დღემდე კი მუფთის წარმომადგენელი ქვემო ქართლში. 2020 წლის  21 დეკემბერს, სუნიტ მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური საბჭოს სრული შემადგენლობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, არჩეულ იქნა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთად. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.






View Larger Map