მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
აჭარაში, ხულოს მოსახლეობას უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა
14.08.2015
1 / 8


საქართველოს საპატრიარქოს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით, ხულოს მაღალმთიანი სოფლებისა და ხელვაჩაურის რაიონის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

3 დღის განმავლობაში უფასო სამედიცინო დიაგნოსტირება მოსახლეობას საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა ჩაუტარეს.

ექიმებმა უფასო გამოკვლევები ხულოს რაიონის ყველაზე მაღალმთიან სოფლების - ხიხაძირისა და ბაკი-ბაკოს მოსახლეობისთვისაც გამართეს. თერაპევტმა, ნევროლოგმა, კარდიოლოგმა, ოფთალმოლოგმა, ექოსკოპიის სპეციალისტმა და სხვა მიმართულების ექიმებმა მოსახლეობას ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარეს. 

სამედიცინო აქციაში აქტიურად იყო ჩართული სხალთის ეპარქია და საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, რომელმაც მედიკოსებს ყველა ის პირობა შეუქმნა, რომელიც აუცილებელია სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევებისთვის.

მაღალმთიანი ხულოს შემდეგ, გამოკვლევები ხელვაჩაურის რაიონის მოსახლეობისთვისაც ჩატარდა. საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრისთვის საზღვრისპირა, მაღალმთიანი და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უფასო სამედიცინო აქციები ტრადიციულია და სამომავლოდ მედიკოსების მობილური ჯგუფი იმ რეგიონს ეწვევა, სადაც მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები აუცილებელი იქნება.






View Larger Map