მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ახალციხეში საქველმოქმედო აქცია გაიმართა
08.11.2018
1 / 4


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოს ინიციატივით და „ფრიდენსბოტეს“ მისიის საქართველოს ფილიალის მხარდაჭერით სახარების ქრისტიან -ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა ტარიელ პაპინაშვილმა და მარინა მაისაშვილმა მართლმადიდებელი ეკლესიის, ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქიას გადასცეს დიდი რაოდენობით ტანისამოსი, როგორც ბავშვებისათვის ასევე უფროსებისათვის, რაც სოციალურად დაუცველთათვის მნიშვნელოვანი დახმარებაა.

ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) გულითადი მადლობა გადაუხადა მისია „ფრიდენსბოტეს“ და სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა კავშირის წარმომადგენლებს დახმარებისათვის, მისი განცხადებით აღნიშნული ტვირთი რეგიონში ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახზე თანაბრად გადანაწილდება, მათი რელიგიური კუთვნილების მიუხედავად.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს სახარების  ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი  უკვე ოთხი წელია თანამშრომლობს რელიგიის სააგენტოსთან და მონაწილეობს ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც  სააგენტოს ინიციატივით  იმართება ინტერრელიგიური  დიალოგის ხელშეწყობის მიზნით.  ეს ორგანიზაცია ხშირად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში და   სისტემატურად ეხმარება საქართველოს შეჭირვებულ მოსახლეობას    სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად.

მისია „ფრიდენსბოტეს“  საქველმოქმედო აქცია რეგიონში მეორედ გაიმართა.






View Larger Map