17 ნოემბერს ქალაქ ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში, შუამავალ მუჰამედის დაბადებიდან 1448-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, ღონისძიების ფარგლებში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მუსლიმი სასულიერო პირები, მრევლი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი -ნინო ჭავჭავაძე, აჭარის მთავრობის თავმდჯომარე -თორნიკე რიჟვაძე, ქალაქ ბათუმის მერი -ლაშა კომახიძე, აზერბაიჯანის, ირანის და თურქეთის საელჩოების წარმომადგენლები ბათუმში.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო საქართველოში ყველაზე დიდი მუსლიმური ორგანიზაციაა, იგი აერთიანებს საქართველოში მცხოვრებ როგორც შიიტ, ისე სუნიტ, ქართველ და აზერბაიჯანელ მუსლიმ მრევლს.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგაოდებას სიტყვით მიმართეს დასავლეთ საქართველოს მუფტმა ბეგლარ -ქამაშიძემ და საქართველოს შეიხმა -რამინ იგიდოვმა.
ბეგლარ ქამაშიძემ სამმართველოს მიერ 2018 წელს გაწეულ საქმიანობის შესახებ ვრცელი მოხსენება წარადგინა, ისაუბრა წლის განმვლობაში მეჩეთების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოების, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ, ასევე ხაზგასმით აღნიშნა ბოლო ერთი წლის მიღწევებში თითოეული იმამისა და რელიგიური მოღვაწის თავდაუზოგავი როლი, რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობებში წარმატებები უსურვა.
რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის ანალიზისა და რეგიოენების სამსახურის უფროსმა ნინო ჭავჭავაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს სახელმწიფოსა და მუსლიმთა სამმართველოს პარტნიორული ურთიერთ-თანამშრომლობის შესახებ, მან შეკრებილ საზოგადოებას საიუბილეო წელიწადი მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერისათვის და მათ წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად აქტიური ჩართულობისათვის. მათი განცხადებით სახელმწიფოსთან აქტიური თანამშრომლობა სამომავლოდ უფრო გაიზრდება, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 