ბათუმში გაიმართა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, შეიხი რამინ იგიდოვი, მუსლიმური ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. წლიურ ანგარიშს ესწრებოდა მუსლიმური თემის 400 კაციანი დელეგაცია.
პრეზენტაციაზე მოხსენებები გაკეთდა მუსლიმური თემის წლიური ანგარიშის შეჯამების შესახებ, მიმდინარე გამოწვევებსა და მომავალ გეგმებზე.
მოხსენებით წარსდგა ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მუსლიმური თემის უფლებების დაცვაზე, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების მიმართ განხორციელებულ რეფორმებზე, დაფინანსებისა და მეჩეთების გადაცემის საკითხზე, ასევე იმ მრავალ სიკეთეზე რომელიც ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება საქართველოში. სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შესახებ, რომელიც წარმოადგენს ერთიანი მუსლიმი თემის ინტერესების დამცეველ ორგანიზაციას და არის აღიარებული მსოფლიო მუსლიმური ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სუბიექტი.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
