ბათუმში კათოლიკეები ქრისტეს ბრწყინვალე აღგომას ზეიმობენ. დღეს, 16 აპრილს, ბათუმის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგია გაიმართა, რომელსაც მღვდელი გაბრიელე ბრაგანტინი უძღვებოდა.
ქრისტეს აღდგომა იზეიმეს, ასევე, ბათუმში მცხოვრებმა სომხებმა. 17 აპრილს, სააღდგომო წირვა ბათუმის სურბ ფერკიჩის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში აჭარის სომეხთა სულიერმა ლიდერმა, მღვდელმა არარატ გუმბალიანმა აღავლინა.
საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, ბათუმის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიასა და სურბ ფერკიჩის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.