ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება გაიმართა. საზეიმო ლიტურგიას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, დიმიტრი უძღვებოდა.
საზეიმო მსახურებას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.