23 ოქტომბერს ბოლნისში, საქართველოში გერმანელთა დამკვიდრების 199- ე წლისათვისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. ევანგელურ-ლუთერულ პავლეს სამრევლოში საზეიმო წირვა აღავლინა ეპისკოპოსმა ჰანს-იოახიმ კიდერლენმა, რომელმაც გერმანელ მიგრანტთა განვლილი გზა შეაფასა და ჩვენს კულტურულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. ბოლნისის სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს მიგრანტთა ხსოვნის მემორიალი, შემდგომ კი ბოლნისის კულტურის სახლში გადაინაცვლეს და ღონიაძიებისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა დაათვალიერეს. სტუმრებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება საგანგებოდ ემზადება, რათა 2017 წელს სახელმწიფოებრივ დონეზე აღნიშნოს საქართველოში გერმანელთა დამკვიდრების 200 წლისთავი, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტური იქნება.
საზეიმო ღონისძიებას გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დოქტორი ჰაიკე ფაიჩი, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურის მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარე პროფ. ოლივერ რაისნერი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 