მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდრის პრეზენტაცია რელიგიის სააგენტოში
04.03.2021
1 / 5


დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებსა და უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის პედაგოგიურ კოლექტივს უმასპინძლა. შეხვედრას, რომლის მიზანი უსინათლო ადამიანთა მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის ამაღლება და შშმ პირთა საზოგადოებაში მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობაა, ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე. პრეზენტაციას უძღვებოდა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე.

მასპინძლები დაინტერესდნენ უსინათლოთა კავშირისა და 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის საჭიროებებით, მათ წინაშე არსებული პრობლემებით. ამ თემებზე საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ, რევაზ მაისურაძემ და 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის დირექტორმა,  თინათინ საბაურმა ისაუბრეს. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კომიტეტი, რელიგიის სააგენტოსთან ერთად,  კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება  ამ ადამიანების პრობლემების გადაწყვეტის პროცესში.

დასასრულს,  შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდრები გადასცეს, რომელსაც რელიგიის სააგენტო უკვე, მეოთხე წელია, ბეჭდავს.






View Larger Map