მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ბრაილის შრიფტით სახარება გამოიცემა
17.01.2020
1 / 5


დღეს, 17 იანვარს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდრის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე, რევაზ მაისურაძე დაკავშირის წევრები, უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ საბაური, პანსიონის პედაგოგები.

სტუმრებს მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ სააგენტო უკვე, მესამე წელია, ახორციელებს სოციალურ პროექტს - ბრაილის შრიფტით ბეჭდავს ინტერრელიგიურ კალენდარს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საქართველოში ბრაილის შრიფტის მომხმარებელთა მოთხოვნილებას. ესაა ის სოციალური პროექტი, რასაც რელიგიის სააგენტო ახორციელებს და ამით გამოხატავს საკუთარ პოზიციას - ამაღლდეს საზოგადოების მგრძნობელობა შშმ პირთა მიმართ. აქვე, ზაზა ვაშაყმაძემ გააჟღერა ახალი ინიციატივა - ბრაილის შრიფტით გამოიცეს ერთ-ერთი სახარება.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს და სთხოვეს შუამდგომლობა ბრაილის შრიფტით „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის საქმეში. ასევე, გამოთქვეს სურვილი, რომ სკოლებში ისწავლებოდეს რელიგია.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე.

 






View Larger Map