მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ბრიუსელში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის (HRD) რიგით მე-11 შეხვედრა გაიმართა
27.04.2018
1 / 1


25 აპრილს, ბელგიაში, ბრიუსელში, გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის (HRD) რიგით მე-11 შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) წარმომადგენლები, მათ შორის- აღმოსავლეთის ორმხრივი თანამშრომლობის განყოფილების თანათავმჯდომარე, დირკ შუებელი, EEAS-ს გლობალ 1-ის (ადამიანის უფლებები) განყოფილების ხელმძღვანელი, მერსედეს გარსია პერესი, EEAS-ს აღმოსავლეთის ორმხრივი თანამშრომლობის განყოფილების მოლდოვეთისა და საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიკოლეტა პასტერლა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლები.

            საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროების, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის, მთავარი პროკურატურის, სახალხო დამცველის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები და სპეციალისტები.

            შეხვედრაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელეს ეთნიკურ და  რელიგიური უმცირესობების უფლებებზე. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, დავით დავითაშვილმა ისაუბრა „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით“ -გათვალისწინებული საჯარო მოხელეების ტრენინგებზე, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებაზე, ქონებრივ და ფინანსურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის საქმიანობაზე.

            სამუშაო დღის შემაჯამებელ შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან  აღინიშნა, რომ ყველა უწყება საკმაოდ კარგად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცების საკითხებზე და ზოგადად, შეხვედრა წარმატებული იყო.






View Larger Map