მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ცნობილი ბრიტანელი მისიონერის დევიდ გორდონ ჰეთევეის სამადლობელო წერილი სააგენტოს
07.12.2022
1 / 1


6 დეკემბერი 2022

 

საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს

 

ბატონ ზაზა ვაშაყმაძეს

 

მადლობა მინდა გადაგიხადოთ დახმარებისათვის, თბილისში 16-18 ნოემბრს, ჩვენი ბოლო ღონისძიების ორგანიზებაში. ასევე მადლობას გიხდით,  საქართველოში ყველა რელიგიურ ორგანიზაციას შორის ტოლერანტობის დამყარების ინიციატივისთვის და  ჩემს სანდო ორგანიზატორთან, გურამ იმერლიშვილთან თანამშრომლობისათვის.

დიდი წარმატებაა ამ ღონისძიებაში, ყველა ეკლესიის გაერთიანება და ამ რაოდენობის ახალგაზრდების ხილვა, რომლებიც არა მხოლოდ ესწრებოდნენ ღონისძიებას, არამედ პროგრამაშიც მონაწილეობდნენ. ვიცი, რომ ბევრი იყო ჩართული ღონისძიების მომზადებასა და ორგანიზებაში, რაც ჩემთვის იყო დიდი სტიმული.

როგორც უკვე გითხარით, ჩემი ინიციატივით უკრაინაში შეიკრიბა ყველა კონფესია ერთიანი ეროვნული ლოცვის დღეებში, პროტესტანტების, ევანგელების, მართლმადიდებლების და კათოლიკეების ჩათვლით. მე მჯერა, 2014 წლიდან უკარაინაში რუსეთის შემოჭრის დღიდან, სულიერმა ერთობამ გააერთიანა და გააძლიერა მთელი უკრაინა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის შემოჭრას.

მსურს მომავალშიც, მსგავსი ღონისძიებების ფარგლებში გავაგრძელო ურთიერთობა თქვენთან და თქვენს მთავრობასთან. მე ვლოცულობ, თქვენი სახელმწიფოსთვის და ეროვნული კეთილდღეობისათვის და სხვა სახელმწიფოებმა მაგალითი აიღონ თქვენგან.

 

დიდი პატივისცემით

დევიდ ჰეთევეი

პრეზიდენტი, ევროვიზიის მისია ევროპაში






View Larger Map