მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკაში
24.10.2018
1 / 7


რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის, პირველი კატეგორიის წამყვანმა სპეციალისტმა ვალერიან ლილუაშვილმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან და მის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილთან ერთად მოინახულეს და დაათვალიერეს, კვიპროსის სოფ. სოფტადესში, ასევე, სოფ. ალამინოსში აღმოჩენილი ქართული ეკლესის ნანგრევები.

სოფელ სოფტადესში არსებული ნაეკლესიარი წარმოადგენს XIII-XIV საუკუნის ძეგლს, რომელზეც კვიპროსის მხარესთან შეთანხმბით, ქართველი არქეოლოგების ჯგუფი 3 წლის განმავლობაში აწარმოებს არქეოლოგიურ - გაწმენდით და კონსერვაციის სამუშაოებს. 

შეხვედრისას არქეოლოგებმა დელეგაციის წევრებს ადგილზე გაცნეს ძეგლის არსებული მდგომარეობა და ისაუბრეს  დაგეგმილ საკონსერვაციო სამუშაოების შესახებ.

სოფ. ალამინოსში აღმოჩენილ შუა საუკუნეების ქართულ ნაეკლესიარს უკვე ჩაუტარდა არქელოგიური - გაწმენდითი სამუშაოები და მიმდინაროებს მისი კონსერვაცია.






View Larger Map