4 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს - დღეს, როცა მშობლებმა, ღვთისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სრულწლოვანმა ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განაკუთვნა, შემდგომ კი მაცხოვარი მოუვლინა სამყაროს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს საუფლო დღესასწაულს, სულის სიმტკიცესა და სიკეთეს უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
