11 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო იოანე ნათლიმსცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ქრისტიანები მძიმე მარხვით აღნიშნავენ, ხოლო ტაძრებში ღვთისმსახურება აღევლინება.
იოანე ნათლიმსცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი და უფლის წინამორბედი იყო. სახარების მიხედვით უფალმა იესო ქრისტემ მისგან მიიღო ნათლობის მადლი - ნათლობა სინანულისა, სწორედ ამიტომ ეწოდა მას „ნათლისმცემელი“, რომელმაც იესო ქრისტეს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა.
იოანე ნათლიმსცემლის სიკვდილი უკავშირდება ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას, მათი ხელით მოწამეობრივად აღესრულა წინასწარმეტყველი.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
