დღეს მართლმადიდებელი სამყარო ნათლისღებას დღესასწაულობს - იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და პირველად განცხადდა წმინდა სამება. ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა სრულდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დიდ დღესასწაულს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
