მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
დღეს მართლმადიდებლები ღვთისმშობლის დაბადების დღესასწაულს ზეიმობენ
21.09.2016
1 / 1


ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელ მარიამს ეძღვნება დიდება.
უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საქართველოს მართლმადიდებლებისთვის კი ღვთისმშობლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ითვლება, რომ ჩვენს ქვეყანას წმინდა მარიამ ღვთისმშობელი მფარველობს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, უწმიდესსა და უნეტარეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, მის მართლმადიდებელ მრევლს და მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელს.






View Larger Map