დღეს მუსლიმები იმამ ალის (ალი იბნ აბუ თალიბი), არაბეთის სახალიფოს მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფის, პირველი იმამის დაბადების დღეს აღნიშნავენ. არაერთ მუსლიმურ, განსაკუთრებით შიიტურ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ალი იყო პირველი მამაკაცი, რომელმაც მიიღო ისლამი და მას მონაწილეობა აქვს მიღებული ახლადშექმნილი მუსლიმური საზოგადოების მიერ გამართულ ყველა ბრძოლაში. მედინაში მიგრაციის შემდგომ მან ცოლად წინასწარმეტყველი მუჰამედის ასული ფატიმა შეირთო. იმამ ალი მუსლიმურ სამყაროში დიდი მნიშვნელობის მქონე ისტორიული ფიგურაა, როგორც სულიერად ისე პოლიტიკურად.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ქართველ მუსლიმებს, განსაკუთრებით შიიტ მუსლიმებს დღესასწაულს, სიკეთესა და მშვიდობას უსურვებ მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
