რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს ტრენინგებს - ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის 2017-2018 წ.წ. ფარგლებში. დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში ჩატარებული ხუთი სემინარის შემდგომ სააგენტოს თანამშრომლები ქ.ქუთაისში იმყოფებიან და იმერეთის რეგიონის მასშტაბით განაგრძობენ ტრენინეგებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების მიზნით რელიგიური შემწყნარებლობის, ძალადობის და რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძვლით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
1 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი - ,,ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა".
ლექცია თემაზე - „სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, კონკორდატი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა, ფუნქციები და საქმიანობა“ - წაიკითხა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მთავარმა იურისტმა ვალერიან ლილუაშვილმა; საქართველოში გავრცელებულ რელიგიებსა და მათ ისტორიაზე მსმენელებს ესაუბრა სააგენტოს საინფორმაციო - ანალიტიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სერგო ფარულავა; თემაზე - რელიგიის თავისუფლება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით - ლექცია წაიკითხა რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა დავით დავითაშვილმა. ლექციების შემდეგ, ტრადიციულად, სააგენტოს თანამშრომლებმა უპასუხეს მსმენელთა კითხვებს.
ტრეინინგის მეექვსე სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქ.ქუთაისისა და ადგილობრივი რეგიონალური სამმართველოების დეტექტივ-გამომძიებლები, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის 50 თანამშრომელი.
ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის 2017-2018 წ.წ. ფარგლებში, ტრენინგები გრძელდება და ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 