ზუსტად საუკუნე გვაშორებს იმ 26 მაისს, როცა თაობათა ოცნება ახდა და საქართველომ დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყნის შენება დაიწყო. და თუმცა, მაშინ ჩვენმა თავისუფლებამ სამი წელიც ვერ გასტანა, ეს დღე იყო იმედი იმ ადამიანებისთვის და მათი შთამომავლებისთვის, დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდგომ საბჭოთა გულაგებში რომ აწამეს.
იმ 26 მაისიდან დღემდე - 100 წელი გავიდა. დღეს საქართველო დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანაა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა სხვადასხვა ეროვნების, შეხედულებების, მრწამსის მატარებელმა ადამიანებმა მოგვიტანეს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის საუკუნოვან იუბილეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ეს დღე და გისურვებთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და გაერთიანებას. ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს!
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
