დღეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა ანდრია მოციქული საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი იყო. ქრისტეს პირველმა მოციქულმა პირველად დიდაჭარაში იქადაგა, შემდგომ მესხეთში, კლარჯეთში, აწყურში, არტანუჯში, სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ქართლში, სამეგრელოში, სვანეთსა და აფხაზეთში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიასა და მის მრევლს ანდრია მოციქულის ხსენების დღეს, სიკეთესა და სიხარულს უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
