რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს ტრენინგებს - ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის 2017-2018 წ.წ. ფარგლებში. ქ.თბილისში ჩატარებული ოთხი სემინარის შემდგომ, სააგენტოს თანამშრომლები კახეთში, ქ.თელავში იმყოფებიან და რეგიონის მასშტაბით განაგრძობენ ტრენინეგებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების მიზნით - რელიგიური შემწყნარებლობის, ძალადობის და რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძვლით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
27 ოქტომბერს, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი - ,,ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა".
ლექცია თემაზე: „სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, კონკორდატი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა, ფუნქციები და საქმიანობა“ ასევე - ლექცია თემაზე: „რელიგიის თავისუფლება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით“ - წაიკითხა რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა, დავით დავითაშვილმა. საქართველოში გავრცელებულ რელიგიებსა და მათ ისტორიაზე მსმენელებს ესაუბრა სააგენტოს საინფორმაციო - ანალიტიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სერგო ფარულავა,. ლექციების შემდეგ, ტრადიციულად, სააგენტოს თანამშრომლებმა უპასუხეს მსმენელთა კითხვებს.
ტრეინინგის მეხუთე სემინარის მუშაობაში მონაწილეობდა ქ. თელავისა და ადგილობრივი რეგიონალური სამმართველოების დეტექტივ-გამომძიებლები, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის 50 თანამშრომელი.
ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის 2017-2018 წ.წ. ფარგლებში თბილისში ჩატარებული ტრენინგების შემდგომ, რეგიონული სემინარი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის შემდგომ, თელავში გაიმართა, აღნიშნული ტრენინგები მომავალში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
