მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა აღინიშნება
21.09.2018
1 / 1


დღეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს.

საღვთო გადმოცემის თანახმად, რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მას უნდა ექადაგა ქრისტეს რჯული საქართველოში, მაგრამ უფალმა აუწყა ღვთისმშობელს, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება და აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად კი ქრისტეს რჯული საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება მე–4 საუკუნეში დადგინდა. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს.






View Larger Map