მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღე
17.12.2016
1 / 2


დღეს ქრისტიანები  წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს  აღნიშნავენ.  იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისის   მკვიდრის - მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცის, დიოსკორეს მე-4 საუკუნე)  ერთადერთი ასული იყო.   წარმართი  დიოსკორე  თაყვანს სცემდა კერპებს. ერთხელ  წარმართულ გარემოცვაში გაზრდილმა ბარბარემ იგრძნო, როგორ მოეფინა შეუცნობელი, გონებისა და გულის განმანათლებელი ღვთიური მადლი და შესძახა: „არა! ერთი უნდა იყოს ღმერთი, ხელთუქმნელი, თავად კი ყოველივეს შემოქმედი“,  გულით იწამა  იგი და შესთხოვა, მისთვის მასწავლებელი და მოძღვარი გამოეგზავნა.  

 გადმოცემის მიხედვით, თავად ღმერთი  გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული - ღვთის სიყვარული, და არ ფიქრობდა არც გათხოვებაზე, არც ძვირფას ჩასაცმელსა და მოსართავზე და საერთოდ მიწიერ კეთილდღეობაზე.

ამ რწმენისთვის და წარმართობისგან განდგომისთვის დაისაჯა ბარბარე კეისრის  - წარმართი მაქსიმეანესა  და მამის დიოსკორეს მიერ.   ღვთის სიყვარული აღმოჩნდა უძლეველი ძალა თავგანწირვისათვის. ქრისტიანულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ქრისტიანს დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს და უსურვებს მათ სიკეეთეს, სიხარულს, კეთილდღეობას 






View Larger Map