მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
დღეს გიორგობა აღინიშნება
06.05.2022
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს.

დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანობის წმინდანის, საქართველოსთვის გამორჩეულად პატივსაცემი წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში დაიბადა. იგი რომის იმპერატორის, დიოკლეტიანეს მხედართმთავარი იყო. კერპთაყვანისმცემელმა დიოკლეტიანემ წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მრავალი ტანჯვა-წამების, მათ შორის - ურმის თვალზე გაკვრის შემდეგ, წმინდანს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა.






View Larger Map