დღეს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენას დღესასწაულობს - 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს პარლამენტმა ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. დამოუკიდებლობის აღდგენით საქართველომ დაიბრუნა კუთვნილი ადგილი მსოფლიო თანამეგობრობის დიდ ოჯახში.
დღესვე აღინიშნება საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა მოხსენიების დღე.