მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
26.05.2023
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  ქვეყნის ყველა მოქალაქეს პირველი რესპუბლიკის დღეს ულოცავს.

26 მაისი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაბადების დღეა. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს.

არსებობის არასრული სამი წლის მიუხედავად, პირველმა რესპუბლიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში, ხოლო მისი ხელისუფლების მიერ რუსული ოკუპაციის არაღიარება გახდა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველი.






View Larger Map