დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქი არა მხოლოდ რელიგიური ლიდერია, არამედ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ქვეყნის ცხოვრებაში, მას აფასებენ და ენდობიან არა მხოლოდ მართლმადიდებლურ სამყაროში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს მის უწმინდესობას დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სამშობლოს გამთლიანებას უსურვებს.