მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ებრაელები ფესახს აღნიშნავენ
31.03.2018
1 / 1


31 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, ებრაელები ფესახს (პასექი)  აღნიშნავენ. ებრაელთათვის ეს დღესასწაული ეგვიპტეში  დაბადებულ პირველშობილთა სიკვდილის გახსენებასა და მონობიდან თავის დაღწევას  უკავშირდება .

ფესახის ანუ პასექის დღესასწაულის პირველი და მეშვიდე დღე უქმეა, იკითხება ლოცვები, მზადდება სადღესასწაულო კერძები. შუალედ დღეებს ეწოდებათ ”ხოლ ჰამოედ” დიასპორა 8 დღის განმავლობაში ზეიმობს ამ დღესასწაულს. ერთი დღის დამატება მოხდა იმ მიზეზით, რომ შორს მცხოვრებ ებრაელს საკმარისი დრო ჰქონოდა იერუსალიმის ტაძარში წასასვლელად.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, ჩვენს თანამოქალაქე ქართველ ებრაელებს ფესახის დღესასასწაულს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ.






View Larger Map