მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან შეიქმნა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
02.07.2015
1 / 6


დღეს, მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  იმ თერთმეტ  უნივერსიტეტის (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი .ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებთანაც ურთიერთთაბამშრომლობის მემორანდუმები აქვთ გაფორმებული.

სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობა სიღრმისეულ განსჯას საჭიროებს, რისთვისაც აუცილებელია როგორც ისტორიული გამოცდილების შესწავლა და მეცნიერული გაანალიზება, ისე თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინება თუ სამომავლო მიზნების სწორად დასახვა.

შეხვედრაზე განიხილეს აკადემიური სამეცნიერო  კვლევების  საჭიროება რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით  და მიიღეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის შექმნის შესახებ.

ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო ( თითო წარმომადგენელი თითოეული უნივერსიტეტიდან) და განისაზღვრა სამუშაო თემების ნუსხა. 

შემდეგი შეხვედრა გაიმართება 15 ივლისს 15 საათზე.

 

 

 

 






View Larger Map