დღეს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას დღესასწაულობს. თბილისის შერიგების ეკლესიაში საზეიმო მსახურებას ეპისკოპოსი მარკუს შოხი უძღვებოდა.
შეკრებილ მრევლსა და სასულიერო დასს საქართველოს მთავრობისა და რელიგიის სააგენტოს სახელით აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ.
სააღდგომო ღონისძიებას დაესწრნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის თანამშრომლები, ხატია გაბისონია, და სერგო ფარულავა.
დღესვე, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სინოდის წევრები ყოფილ ეპისკოპოსთან, მარკუს შოხთან გამოსამშვიდობებლად შეიკრიბნენ. მარკუს შოხი საქართველოში ხუთწლიანი მსახურების შემდგომ გერმანიაში, ვიურტემბერგის ევანგელიურ სამხარეო ეკლესიაში ბრუნდება, სადაც იგი როიტლინგენის რეგიონის ეპისკოპოსის რანგში განაგრძობს მოღვაწეობას. საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას ამიერიდან დოქტორი როლფ ბარაისი უხელმძღვანელებს.