24 ოქტომბერს თბილისის შერიგების ტაძარში, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში წლის სინოდის სხდომა გაიმართა.
სხდომას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თამშრომლები, გერმანიისა და ვატიკანის ელჩები ესწრებოდნენ.
სინოდის სხდომის დასაწყისს წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, მან ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა, კერძოდ, საუბარი შეეხო ქართულ-გერმანულ ორ საუკუნოვან ურთიერთობას, ასევე ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისათვის ქონებრივ და ფინანსურ დახმარების საკითხებს.
„ჩვენ გვაქვს პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება ლუთერულ ეკლესიასთან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოში არსებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციასთან, მათ შორის ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასთან და იმედი გვაქვს რომ, ეს ურთიერთობა მომავალში უფრო მჭიდრო და კონსტრუქციული იქნება.“
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა, მან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა ლუთერული ეკლესიისათვის გაწეული დახმარებებისათვის, ასევე მათ წინაშე არსბეული პრობლემების მოგვარებაში დახმარებისთვის.
შეხვედრის დასასრულს გერმანულმა მხარემ გამოთქვა სურვილი სამუშაო ფორმატში, შეხვდეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს, რათა უფრო დაწვრილებით განიხილონ მიმდინარე საკითხები.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 