მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის დოქტორ ფრანკ ოტფრიდ იულის ვიზიტი საქართველოში გრძელდება
19.09.2020
1 / 5


 მსოფლიო ლუთერული კავშირის გერმანიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის, ვიუტერბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის დოქტორ ფრანკ ოტფრიდ იულის  ვიზიტი საქართველოში გრძელდება.

 საქართველოს საპატრიარქოში სტუმრობის შემდეგ  2020 წლის 19  სექტემბერს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა  და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  ხელშეწყობით საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი მარკუს შოხი და ეპისკოპოსი იული ეკლესიის სხვა წევრებთან და მრევლთან ერთად ეწვივნენ ასურეთს  (ყოფილი ელიზავეტალი),სადაც  გაიმართა გულთბილი შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან.  სტუმრებმა მოინახულეს ყოფილი გერმანელების დასახლება  და  ხელისუფლების მიერ აღდგენილი ისტორიული ტაძარი,რომელიც ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაა,სადაც მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.

დელეგაციის წევრებმა გერმანელთა სასაფლაოზე პატივი მიაგეს გარდაცვლილებს და   აღავლინეს ლოცვა,რის შემდეგაც პარაკლისი გადაიხადეს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის  ყოფილ ტაძარში.

პარაკლისის შემდეგ ეპისკოპოსმა იულიმ და ეპისკოპოსმა შოხმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას, თეთრიწყაროს მერიასა და რელიგიის საკიხთა სახელმწიფო სააგენტოს   ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის,   ყოფილი გერმანელთა დასახლების   ისტორიული ნაწილის აღგენისა და გულთბილი მიღებისათვის.

ლოცვასა და პარაკლისს დაესწრნენ საქართველოში   გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  ჰუბერტ ქნირში,თეთრიწყაროს მერი  გიორგი  ქორიძე,რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე,სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და სტრატეგიული კვლევის,ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭავჭავაძე.

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაწეული მუშაობისათვის.

 

 

 

 

 






View Larger Map